დანიის სუპერლიგის მეოცე ტურში საბა ლობჟანიძის „რანდერსმა“ „ესბიერგს“ უმასპინძლა და ადვილად მოიგო - 3:0. ქართველმა შემტევმა კი გოლის გატანა მოახერხა.
მეცხრე წუთზე საბამ პენალტი „პანენკას“ სტილში შეასრულა და ანგარიში გახსნა. ეს 24 წლის შემტევისთვის მე-15 მატჩში მერვე გოლი იყო.
დარჩენილ დროში „რანდერსმა“ უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა და მნიშვნელოვანი ქულები მიითვალა. საბა 82-ე წუთზე შეცვალეს. „რანდერს“ კი 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.