საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „დინამო ბათუმში“ ცვლილებებია მოსალიდნელი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აჭარული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს გია გეგუჩაძე დატოვებს.
WORLDSPORT.GE-ს ინფორმაციით, გეგუჩაძე აჭარულ გუნდში დარჩება, თუმცა მთავარი მწვრთნელის ნაცვლად, აკადემიას ჩაიბარებს და ამასთან კლუბში სხვა პოზიციაზეც დასაქმდება.
გამოცდილ სპეციალისტს ბათუმში გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვლის, რომელმაც თბილისის „საბურთალო“ ცოტა ხნის წინ დატოვა. საინტერესოა, რომ ჭიაბრიშვილი თავის დროზე სწორედ გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“. „საბურთალოს“ ექსთავკაცს ბოლო ხანს „დინამო თბილისთანაც“ აკავშირებდნენ, მაგრამ მისი კარიერა დიდი ალბათობით, ზღვისპირეთში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, გია გეგუჩაძე „დინამო ბათუმში“ 2018 წლის იანვრიდან მუშაობდა და აჭარული გუნდი ჯერ ეროვნული ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა, ხოლო უმაღლეს დივიზიონში პირველივე სეზონში „დინამოს“ ვერცხლის მედლები მოაპოვებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძლიერი სკამი არ ეყოლება ბათუმს და არც თბილისს და ევროპაზე მოხვედრა შეუძლებელია ამ შემთხვევაში.
პერალესი
გეგეჭკორი კობახიძე ??? ნავალ
ცინცაძე კანკავა
ჯიღაური ჯოვინო ვაგნერ გონს
სოუსა
სათადარიგოები : ალავიძე, გაგოშიძე,ტეიდი, გაბრ რამოსი, დვალიშვილი,მანჯგალაძე, გაფრინდაშვილი, მამუჩაშვილი.
გეგუჩაძე მართლაც უმაღლესი დონის ტრენერია და არანორმალურია ახლა მისი წასვლა მაგრამ არ მესმის როცა გეგუჩაძის ჩავარდნაზე იწყებენ საუბარს და მხოლოდ ფარერებს ახსენებენ მერე კი პასუხობენ ეგ სანაკრებო მწვრთნელი არაა და საკლუბოში კიდე ყველგან მაგარი იყოო... უკაცრავად და იურაი იარაბეკის(იმ იარაბეკის რომელმაც დინამო თბილისში ვერაფრიტ დაგვამახსოვრა თავი და მის გაგდებასაც კი ითხოვდნენ) სპარტაკ ტრნავასთან რომ უშანსოდ 3-0 წააგო ზესტაფონმა მაგ დროს ზესტაფონს ვინ წვრთნიდა??? ასეთუ ცუდი მეხსიერება გაქვთ??? და თანაც რა შემადგენლობა იყო მაგ დროს მოყრილი ზესტაფონში ნუ რავო... მაშინ კოკაიამ მწვანე შუქი აუნთო გეგუჩას კაცი ვისაც ხელს დაადგამდა ყიდულობდა ამან კიდე მივიდა და იარაბეკის გაწვრთნილ ტრნავასთან შერცხვა... თანაც ისეთი არავინ არ ყავდა ტრნავას... არ მინდა ისე გამომივიდეს ვითომ გეგუჩაძის პროფესიონალიზმს ვაკნინებ უბრალოდ სადაც ფარერებზეა საუბარი იქ ტრნავაც გასახსენებელია... ისე კი უმაღლესი დონის მწვრთნელია და მე როგორც ბათუმის დინამოს ფანს მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის და მისი დარჩენა მსურ...
ვის ყიდულობა ძმაო ბენაშვილს ყიდულობდა? დაუშვილი კობახიძე გელაშვილი სანამ პიკზე გავიდოდნენ (ჯერ მაგათი პიკი რა არის მიტყდება ასე რო ვსაუბრობ
) იყვნენ ძაან ჩვეულებრივი ამ ჩემპიონატისთვის საშუალო დონის იგროკები მარა იმდენად გუნდურად შეკრა გეგუჩაძემ რო ყველამ მოუმატა, ზესტას გარეთ მაგათმა რა ფეხბურთი ითამაშეს მითხარი აბა? საქართველოს გარეთ ვერცერთმა ვერ გაქაჩა და ზოგმა საქართველოშიც ვეღარ გაქაჩა სხვა გუნდებში
ვისაც ხელს დაადებდა ყველას ყიდულობდაო, ამაზე მეცინება
) საერთოდ ქართულ კლუბს ოდესმე ვინმე უყიდია?? ვის ყიდვაზე ლაპარაკობთ, ქართული კლუბი ტრანსფერის გამოსყიდვაში ფულს გადაიხდის? მითუმეტეს კოკაია?? რასაც ახერხებდა, კარგად, ეს იყო შემადგენლობის შენარჩუნება, მაგრამ ფეხბურთელების "ყიდვაზე" ლაპარაკი ზედმეტია. შეიძლება აქა-იქ თავისუფალი აგენტები დაემატებინა, მაგრამ ყიდვით არავინ უყიდია.
ზესტაფონს??
ვაა
რაც შეეხება, ტრნავასთან თამაშს, საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ნუთუ ჩავარდნა ჰქონია??
მეკარე- პავლოვიჩი
დაცვა - რენე ფერეირა, ღონღაძე, ჭელიძე, გურული
ცენტრი - შარიქაძე, გეწაძე, კუხიანიძე, დოლიძე
შეტევა - დვალი, გელაშვილი
სათადარიგო - გვალია,ფანცულაია, თორნიკე გრიგალაშვილი, ტატანაშვილი, სარდალიშვილი, თორნიკე კაპანაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი... ამ შემადგენლობით ჯერ ზესტაფონში 0-0 ითამაშა ტრნავაში კი 3-0 დამარცხდა... სპარტაკ ტრნავას კი არანაირად არ ყავდა უკეთესი შემადგენლობა და ტრენერი კიდე იარაბეკი როგორი იყო კარგად ვიცით... ერთადერთი ლეგიონერი ჰყავდა ტრნავას ერთადერთი ხოდაა ასეთი შემადგენლობა შეიკრიბა, რა აზრი აქვს თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ დაიმატეს თუ მილიონები გადაყარეს? ფაქტია ასეთი შემადგენლობით განადგურდა ტრნავასთან... კარგი კოკაიამ მწვანე შუქი აუნთოო გადავამეტე რადგან მართლა არ ხარჯავდა ბევრს მაგრამ აქ ეგ მეორე ხარისხოვანია, ყურადღება სულ სხვა რამეზე გავამახვილე... ამ შემადგენლობით იარაბეკის ტრნავასთან არ უნდა გავნდაგურებულიყავით თორემ აგერ ბათუმში მშვენივრად უძღვება საქმეს გეგუჩAძე... ხო კიდევ ერთი რამ გამახსენდა 2011 წელს როცა ჩ.ლიგის 3 საკვალიფიკაციო ეტაპზე შტურმთან გამოვარდა ზესტაფონი ანუ ავტომატურად ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებდა.. მაშინ კი პლეიოფში ბრიუგესთან კლუბი ჭიაბრიშვილმა გაიყვანა.. როგორც მახსოვს გეგუჩAძე არ გაუგდიათ და მისი ნებით წავიდა და როგორც მახსოვს თQვა მეო ჩ.ლიგაზე გასვლა მინდოდა და ევროპა ლიგა არ იყო პრიორიტეტიო თუ რაღAც მსგავს... შეიძლება არასწორად მახსოვს მაგრამ თუ ეგრეა რომელ ინტელექტზეა საუბარი როცა კლუბი ისედაც ფსიქოლოგიურად დამწუხრებულია შტურმთან ისეტი დასანანი მარცხის გამო და შენ ბრიუგესთან მატჩAმდე 1 კვირით ადრე პოსტს ტოვებ და ასისტენტს აჩეჩებ ყველაფერს როცა მაგ მხრივ მაინ ჭიაბრიშვილი გამოუცდელი იყო.. ნუ ჭიაბრიშვილმა კარგად კი გაუძღვა ზესტას და 3-3 სასწაული თამაში ეთამაშA ბრიუგეს მაგრამ... არაპროფესიონალიზმია კლუბის ეგრე მიტოვება და მეტი არაფეირ... ნუ შეიძლება არსწორად მახსოვს ნამდვილად ვერ დავდებ თავს და თუ არასწორად მახსოვს მე ბოდიში მაგრამ თუ სწორად მახსოვს სერიოზული კითხვის ნიშნებია მის პროფესიონალიზმზე.. ახლა ბათუმის დინამო რო გაეჩემპიონებინა და მესამე საკვალიფიკაციოდან გამოვარდნის მერე პოსტი დაეტოვებინა მო ევროპა ლიგა მკიდია ჩ.ლიგაზე თამაში მინდოდაო.. მგონი არააა სწორი
ეხლა ეგ შემადგენლობა რომ ჩამოთვალე, მაინც ვერ მიხვდი რომ ფარჩაკი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული ეგ გუნდი?? რა თქმა უნდა, ხან მოიგებდა, ხან წააგებდა. აბა რას ელოდი, რომ ეგ შემადგენლობა, თუნდაც სლოვაკურ გუნდს 10-იდან 10-ს მოუგებდა??
რა მნიშვნელობა აქვს ის ფეხბურთელები იყიდეს, ვინც სჭირდებოდათ, თუ დაწუნებული თავისუფალი აგენტები დაიმატესო.. ჰმ.
რომ წავიდა, წავიდა იმიტომ, რომ მიზანს ვერ მიაღწია. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ჰქონდა მიზნად და რადგან ვერ გავიდა, წავიდა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბათუმის დინამოში იგივე მიზანი უნდა ჰქონოდა. მწვრთნელებს სხვადასხვა კლუბებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზანი აქვთ. რა არის ამაში ისეთი, რაც "ინტელექტთან შეუთავსებელია"?
მართალი ხარ, კოკაია შემადგენლობის შენარჩუნებაზე აკეთებდა აქცენტს და ეს ამართლებდა კიდეც, სულ მაგას გავყვირი თბილისის დინამოს შესახებ, წარამარა არ უნდა ცვლიდეს ფიფია შემადგობნლობას და მწვრთნელთა შტაბს თქო…..
აბა რაა. გუნდის შექმნის დროს ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი შეთამაშებაა
კარგი შეხსენებაა და ჩემი სათქმელი უკეთ გადმოეცი.. მაგას აღვნიშნავ, თორე ჩვენს შიდა დონეზე მართლა გააჩნია პროფესიონალიზმი გეგუჩაძეს.
ისეთი სა ყ ევეთია ვერაფერს გაიგებ. ტიპი რამდენიმე დღის წინ იძახდა წინ სერიოზული გეგმები გვაქო და ახლა იწერება მიდის აქ რამე არი სერიოზული?
ილურიძე, ჯანელიძე და უკრაინელი მეკარე გაუშვეს უკვე. აჩიმ თქვა მეკარეს და თავმდამსხმელები ლეგიონერები იქნებიანო
დიდი ალბათობით პერალესი ბათუმში გააგრძელებს კარიერას
ჯანოზე კი ჭორები მგონია რატომღაც. კანკავაზე კი დარწმუნებული ვარ ბათუმში გადაიყვანენ.
P.s თევდორაძე, საბანაძე,მელიავა ესენი გასაშვებია გუნდიდან. გაგოშიძე, მანჯგალაძე, დვალიშვილი კი სათადარიგოთა სკამზე არის გადასაყვანი.ამ შემადგენლობით სადაც მეორე ადგილზე გავიდნენ, მომავალ წელს უკონკურენტოები იქნებიან დარწმუნებული ვარ. იმედია სხვა გუნდებიც გაძლიერდებიან და ნომრალური ჩემპიონატი შეიკვრება !
ბერიძემ თქვენ შიგხომსე საიდან იგონებთ ამ ინფორმაციებისო
ეს კაი ამბავია,არ მევასება უემოციო ხალხი
თუ ამ ცვლილების მიზანია რომ გეგუჩაძემ ბათუმის დინამოს აკადემია შექმნას რომელიც დინამოს და საბურთალოს მსგავსად სანაკრებო ფეხბურთელებს გამოზრდის გასაგებია.
ისე ლელოში ეწერა რო თითქოს ჩისკო უეფას მოთხოვნით გაუშვიათ, ა ლიცენზიაც არ აქვს და ასეთი მწვრთნელი სათადარიგო სკამზე თუ იქნება დაისჯებითო. ანუ ტრიბუნიდან უნდა ეხელმძღვანელა ასე გამოდის. ვინმეს აქვს სხვა ინფო?
მეც ეგ მგონია მიზეზი და ასე ცხელი გონებით რატო უდგება ეს ხალხი კომენტარებში, აზრზე არ ვარ.
ჩისკოზე*
ვაისის კონტრაქტზე რა ხდება? აგრძელებს მუშაობას?
აქ ვისარგებლებ შემთხვევით და იქნებ ამიხსნათ, რატო არ შეიძლება მწვრთნელს ჩაუდო პუნქტი კონტრაქტში, რომელიც ითვალისწინებს გასამრჯელოს შედეგების მიხედვით ანაზღაურებას?
მახსოვს, ამაზე იყო საუბარი სანამ ვაისს დანიშნავდნენ და ზოგმა სახე დაიხოკა, ეგ როგორ შეიძლებაო.. არადა, ასე უფრო მეტი შანსი არ არსებობს მწვრთნელის მოტივაციისთვის? იქნებ ამ შემთხვევამ მაინც შეამციროს ადეკვატურობას მოკლებული სელექციები ეროვნულ ნაკრებში?!
ნუ სიმართლე ვთქვათ და პრიმიტიულ ფეხბურთს ათამაშებს გეგუჩაძეც
გეგუჩაძის ფარერული მარცხიც გაგეხსენებინათ, მარტო კაი რო გახსოვთ.
როგორც ფეხბურთელისთვის არსებობს რეგრესი, მგონი ეს ასევე მწვრთნელებზე ვრცელდება.
ახალგაზრდული ნაკრები გეგუჩაძის მინუსია რათქმაუნდა მაგრამ მეორეცაა ნაკრების მწვრთნელი არაა გია. მან უნდა იმუშაოს იმ კონტიგენტთან და მისი იდეები (ვიტყოდი რომ ქართული რეალობიდან გამომდინარე საკმაოდ ამბიციური) ბოლომდე მიიტანოს გუნდთან საკლუბო დონეზე თუ გადავხედავთ მისი გუნდები ყოველთვის გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებენ და მაგისთვის "დავაი ბიჭებო მიაწექით" მიდგომა არ გამოდგება დინამო ზესტაფონი ტორპედო ბათუმი ყველას ეტყობოდა მწვრთნელის ხელი
ეგ ზესტაფონში მოხდა? ზოგადად ზესტაფონი უფრო დადებითი მოვლენაა ქართულ პარტახ ფეხბურთში, ვიდრე უარყოფითი. არ არის ასე?
მერედა ზესტაფონი ხო არ მიხსენებია, ახალგაზრდულ ნაკრებზე მაქვს საუბარი.
არსებობს ეჭვები, რო მიმდინარე მეორე ადგილი უფრო სუსტი კონკურენციის გამო დაიბევა. ამიტო, ტყუილიაო გეგუჩაძის გაშვება, აგერ დადეს კომენტარი და ვნახოთ ევროასპარეზზე რა შედეგებს დადებს, მეც ვიტოვებ იმედს, რო გააქარწყლებს ეჭვს და წარმატებულად გამოვა დინამო ბათუმი.. სეზონის ბოლოს საშინელ ფეხბურთს აჩვენებდა ბათუმი.
რა წარმატებით გამოვა ბათუმი ევროტურნირებზე, ხუმრობ? როდის გამოვსულვართ ევროტურნირებზე წარმატებით, რომ ახლა ბათუმი გამოვიდეს? თანაც ასეთი ცუდი გუნდი??
ნუ, ახლა წარმატებად ჩვენთვის იქ გადაბმული 3 განვლილი ეტაპიც ხო შეიძლება მივიჩნიოთ? თორე ევროპის ლიგის ჯგუფის დადება ისევ ოცნებობის სფეროდ რჩება! საამისო არც ფინანსები გვაქვს ჯერ და არც ყარაბაღივით უეფასგან დახმარება!
გეგუჩაძე მარტო ტვინია და მართლა საუბარზეც კი ეტყობა როგორი ინტელექტის პატრონია.მე თუ მკითხავთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ ჩემპიონატში მისი დონის მწვრთნელს არ უმუშავია არასდროს
მე თუ მკითხავთ გეგუჩაძეზე უკეთესი მწვრთნელი სულაც არ არის ჭიაბრიშვილი და საერთოდ რასაც მწირი რესურსით ფრუიძე აკეთებს ვფიქრობ საქართველოში არავისზე ნაკლებია
სულ რომ არ ვიცოდეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე ერთადერთხელ(!!!) ევროტურნირზე გასული ქართული კლუბის მწვრთნელი გეგუჩაძე იყო, ზესტაფონის კარგი ფეხბურთიც მის სახელს უკავშირდება და ა.შ. ჯერ მარტო საუბარზე ეტყობა ამ ადამიანს ინტელექტი..
დღეს იმედის ეთერში ჰკითხეს არჩილ ბერიძეს ეს ამბავი და უარყო!
რამე ლოგიკური ხდება ქართულ ფეხბურთში?))))))))) სეზონი დამთავრდა და გადახედეთ))))) დინამომ ჩემპიონობა მოიპოვა და მწვრთნელი გაუშვეს, საბურთალომ თასი მოიგო და მწვრთნელი წავიდა, ბათუმი მეორე ადგილზე გავიდა და გეგუჩაძე მიდის)))) ის გეგუჩაძე, 1-2 დღის წინ დიდ გეგმებზე რო ბაზრობდა)))))))))))))))))))))) ქაოსია იმენა
ეგ უნდა დამეწერა მეც. ჩვეულებრივი საგიჟეთია
)))
საბურთალოს მწვრთნელი თუ მიდიოდა, მაშინ უნდა წასულიყო, სომხებთან რომ ჩაი*ვეს.
ბათუმი რომ ჩემპიონობისთვის იბრძოდა, ეგ მარტო მწვრთნელის დამსახურება იყო და მაგის გაშვება?! ვნახავთ მაგ შემადგენლობით რომელ ადგილზე გავა წელს. ეს ახალი მფლობელი არასერიოზული კაცი რომაა, მაშინაც გამოჩნდა, მსაჯის გამო ფეხბურთიდან მივდივარო რო ამბობდა))
დინამო ცალკე სიგიჟეა. პერალესი იყო ამ ხარახურა ლეგიონერებიდან ერთადერთი კარგი და იმასაც უშვებენ. მწვრთნელმა ამ ბანძი შემადგენლობით (ნუ, ძირითადად, კონკურენტის არყოლის გამო, მაგრამ მაინც) გუნდი ჩემპიონი გახადა და გაუშვეს ლიცენზიის არქონის გამო. სასაცილოც არაა. გულისამრევია რაც ხდება ქართულ ფეხბურთში. არაადეკვატურობების უსასრულოდ.
ზუსტად იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ.
ბათუმს შემდეგი სეზონისთვის საუკეთესო შემადგენლობა უგროვდება
არ ვიცი ვინ ეყოლება მომავალ წელს, მაგრამ წელს, მანჯგალაძე, საბანაძე, თევდორაძე, ჯანელიძე, მელიავა, გაგოშიძე და ასეთი საქართველოს დონეზეც კი არაგამორჩეული
ფეხბურთელებით იბრძოდა ჩემპიონობისთვის..