ფეხბურთი

10:17 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" და "ფლამენგოს" მეტოქეები ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ცნობილია

ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალებში "მონტერეიმ" "ალ-სადი" 3:2 დაამარცხა, ხოლო "ალ-ჰილალმა" - "ესპერანს ტუნისი" ანგარიშით 1:0. ტურნირი ყატარში მიმდინარეობს და "ალ-სადი" როგორც მასპინძელი ისე იყო წარდგენილი, ხოლო ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესია.

კონკაკაფის ზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მექსიკური "მონტერეი" ნახევარფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება, ხოლო კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული "ფლამენგო" აზიის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ "ალ-ჰილალს" შეხვდება. აღნიშნული მატჩი 17 დეკემბერს შედგება. ნახევარფინალური და ფინალური დაპირისპირებები 21 დეკემბერს გაიმართება.

0.135677