გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ სამატჩო განაცხადშია, უკვე ზედიზედ მესამედ. ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბუფალო“ „ოსტენდეს“ დაუხვდება და გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ჩვენებური მოხვდა.
ჩაკვეტაძესთან ერთად განაცხადში გიორგი ქვილითაიას იმყოფება და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან.
მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძემ ახლახან მოიშუშა ტრავმა და ბოლო ორ შეხვედრაში („ვარეგემთან“ და „ოლექსანდრიასთან“) ჯამში 30 წუთი გაატარა მინდორზე.
აქვე გეტყვით, რომ „გენტისა“ და „ოსტენდეს“ თამაში 15 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.