ფეხბურთი

12:55 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერეირა-კარასკო ესპანეთში ბრუნდება

ჩინური „დალიანის“ ნახევარმცველი იანიკ ფერეირა-კარასკო შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ბელგიელს სევილიის „ბეტისი“ ეპატიჟება და ტრანსფერის დადასტურება იანვარშია მოსალოდნელი.

კარასკო ჩინეთში ორი წლის წინ გადაბარგდა და 49 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი ამ ეტაპზე უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ბელგიელს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან 2015-2018 წლებში მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118783