კალათბურთი

10:32 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის დრო ისევ შეზღუდულია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ატლანტა ჰოუკს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 10-ქულიანი სხვაობით 110:100 დაამარცხა.

სამწუხაროდ კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება საქართველოს ნაკრების ცენტრს. ნეიტ მაკმილანმა გოგა მოედანზე მხოლოდ ერთი წუთით შეიყვანა. ბუნებრივია, ამ დროის მონაკვეთში ქართველმა კალათბურთელმა ღირებული ვერაფერი შექმნა.

აღნიშნული გამარჯვების შემდგომ ინდიანაპოლისელებს 17 გამარჯვების საპირისპიროდ 9 მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 16 დეკემბერს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

0.126203