ფეხბურთი

23:04 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ კონტრაქტის გაწყვეტა უარყო: "ეს სიმართლე არაა"

პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ დატოვებას კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე (2021 წლამდე) არ აპირებს. ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომლის თანახმადაც, ესპანელსა და კლუბს შორის შედგა შეთანხმება, 2020 წლის ზაფხულში ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. თუმცა, პეპმა ეს ცნობა უარყო.

„კონტრაქტის შეწყვეტის პირობა? სიმართლე არაა. რამდენიმე კვირის წინ უკვე ვისაუბრე კლუბთან დაკავშირებით ჩემი გეგმის შესახებ“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „სიტისთვის“ სეზონი არც ისე წარმატებით მიმდინარეობს და პრემიერლიგაში „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერულ დერბიში დამარცხების შემდეგ გვარდიოლამ საჯაროდ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მის გუნდს ევროპულ გრანდებთან კონკურენცია არ შეუძლია.

0.111829