ფეხბურთი

10:51 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: „მესის და სუარესის მოძრაობები ჯერ კიდევ შესასწავლი მაქვს“

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ანტუან გრიზმანმა, ჟურნალისტებს თანაგუნდელებთან შეგუების პროცესზე უამბო.

„ახალ პოზიციას და თანაგუნდელებს უნდა შევეგუო. მაგალითად, მესის და სუარესის მოძრაობები ჯერ კიდევ შესასწავლი მაქვს. ასევე ვაკვირდები ნახევარმცველებისა და მარცხენა მცველის მოქმედებას.

საერთოდ, მორცხვი ვარ და სხვა მოთამაშეებთან იშვიათად ვურთიერთობ. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. ლუისისა და ლეოსი სულ უფრო უკეთ მესმის. ერთხელ ვივახშმეთ კიდეც ერთად. მინდორსგარეთ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს.“ - უთხრა გრიზმანმა UEFA TV-ს.

გრიზმანი „ბარსელონში“ გასულ ზაფხულს გადავიდა მადრიდის „ატლეტიკოდან.“

ესპანეთის მიმდინარე სეზონში მან 14 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.

0.116059