ფეხბურთი

2:17 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. „გენტის“ 20 წლის შემტევმა „ოლექსანდრიასთან“ შეხვედრაში მოედანზე ბოლო 17 წუთი გაატარა და გოლის გატანის შანსიც მიეცა, მაგრამ ვერ შეძლო.

უნდა აღინიშნოს, რომ გიორგის 2018-2019 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე ნათამაშები ჰქონდა, ოღონდ მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ახლა კი, ჯგუფურ ეტაპზე პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ისიც ვთქვათ, რომ ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ცხადია, ჩინებული სიგნალია. ამავე შეხვედრაში 90-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე გიორგი ქვილითაია.

„გენტმა“ კი, უკრაინული გუნდი პირველი ტაიმში ლორან დეპუატრის შესრულებული დუბლით 2:1 დაამარცხა. ბელგიურმა გუნდმა I ჯგუფში 12 ქულა დააგროვა, პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად, 1/16 ფინალში გავიდა.

0.118012