ფეხბურთი

23:45 | 12.12.2019 | ნანახია 1059 - ჯერ

ვილაშ-ბოაში: "პორტუ" პორნოგრაფიული გუნდი იყო"

მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა „პორტუ“ გაიხსენა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში წვრთნიდა. პორტუგალიელმა საინტერესო განცხადება გააკეთადა თქვა, რომ იმ ფორმაციის „პორტუ“ პორნოგრაფიული გუნდი იყო.

„ეს გუნდი პორნოგრაფიული იყო. ჰალკი, ფალკაო, ხამესი, მოუტინიო, ფერნანდო, ოტამენდი... მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ. როდესაც მათ კარიერას ვუყურებთ, წარმოუდგენელია“, - თქვა ვილაშ-ბოაშმა.

42 წლის სპეციალისტი „პორტუში“ 2010-2011 წლების სეზონში მუშაობდა და „დრაკონებს“ პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ევროპა ლიგა მოაგებინა. მოგვიანებით, პორტუგალიელმა „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ზენიტი“ და „შანხაი“ გაწვრთნა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან „მარსელში“ მუშაობს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:47 | 13.12.2019
kimo (139)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

03:01 | 13.12.2019
Javshana (3011)

პორნოგრაფიული რამდენად შესაფერისია არ ვიცი მარა ჩემი ვერსიით კომიქსების გუნდი უდრო იყო

0.128618