გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
„ფილადელფიამ“ შინ „დენვერს“ 97:92 აჯობა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მესამე პერიოდის ბოლოს ფილადელფიელებმა წინ გასვლა მოახერხეს და მას შემდეგ „დენვერი“ სულ მდევრის როლში იყო. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ბარტონმა ჩააგდო. ჯოელ ემბიდის 22 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა.
„შარლოტ ჰორნეტსმა“ საკუთარ დარბაზში „ვაშინგტონს“ 114:107 მოუგო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მეოთხე პერიოდის ბოლოს მიაკლ ჯორდანის გუნდმა უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც მოიპოვა. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა ბერტანსმა ჩააგდო. 29 ქულით გრაჰამი გამოირჩა.
„შარლოტ ჰორნეტსი“ – „ვაშინგტონი“ 114:107 (28:20, 25:28, 29:27, 32:32)
https://www.youtube.com/watch?v=b71KEz3o3rE
„მაიამი“ – „ატლანტა“ 135:121 (36:30, 30:34, 27:32, 24:21, ო.ტ. 18:4)
https://www.youtube.com/watch?v=UWaJhoxCb2I
„ფილადელფია“ – „დენვერი“ 97:92 (26:27, 29:23, 28:26, 14:16)
https://www.youtube.com/watch?v=t4aICbFPHDY
„პორტლენდი“ – „ნიუ იორკი“ 115:87 (32:22, 28:19, 26:18, 29:28)
https://www.youtube.com/watch?v=OGl66FiCnb8