ფრანგული „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ ამის მიუხედავად თამაშის შემდეგ ქომაგებსა და ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ყველაფერი მარსელოს წინააღმდეგ გამოფენილმა ბანერმა გამოიწვია და საქმეში მემფის დეპაი ჩაერთო, რომელმაც თანაგუნდელი დაიცვა. „ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა მომხდარით აღშფოთებულია და თქვა, რომ ყველა სამაგალითოდ დაისჯება.
„არ შეგვიძლია ეს სიტუაცია მივიღოთ. „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ ფეხბურთელები და მე დამწუხრებულნი ვართ იმის გამო, რაც შემდეგ მოხდა.
ვინც ფეხბურთელებს დაუსტვენს, სტადიონზე ვეღარასდროს შემოვა, ამაზე უფრო ღია ვერ ვიქნები. როდესაც უსტვენ ფეხბურთელს, რომელიც პლეი-ოფში კვალიფიცირდა, სტადიონზე ყოფნას არ იმსახურებ. ჩვენ გვაქვს ვიდეო და ვიცით ვინ გამოფინა ბანერი მარსელოს წინააღმდეგ. ის სამაგალითოდ დაისჯება“, - თქვა ოლამ.