ფეხბურთი

18:58 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

უბერებელი ხოაკინი: ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ჰეთ-თრიქი (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ჰეთ-თრიქი შესრულდა. სევილიის „ბეტისის“ ნახევარმცველმა ხოაკინ სანჩესმა ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩში სამი გოლი 38 წლისა და 140 დღის ასაკში გაიტანა. ეს კი, ლა ლიგის რეკორდია.

აღსანიშნავია, რომ ვეტერან ესპანელს ბასკთა კარის სამჯერ დასალაშქრად მხოლოდ და მხოლოდ 18-წუთიანი ინტერვალი დასჭირდა. სევილიელთა შემტევმა ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც ლა ლიგაში ჰეთ-თრიქი 37 წლისა და 255 დღის ასაკში ჰქონდა შესრულებული (1964 წელს).

ხოაკინმა „ბილბაოს“ მე-2, მე-11 და მე-20 წუთებზე გაუტანა და შესაბამისად, საწყის 20 წუთში უკვე ჰეთ-თრიქი გაფორმებული ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ „ბეტისის“ ლეგენდისთვის ეს ლა ლიგაში 533-ე თამაში იყო („ბეტისის“ გარდა ესპანეთში „ვალენსიასა“ და „მალაგას რიგებშიც უთამაშია).

რაც შეეხება შეხვედრას, „ბილბაომ“ დარჩენილ დროში ხოაკინის სამი გოლიდან ორი გაქვითა, მაგრამ მარცხისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა - 3:2 „ბეტისის“ სასარგებლოდ.

1.390327