სხვა

1:30 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაზაკოვა-რევიას დუეტის ისტორიული შედეგი ტურინის გრან პრიზე (+VIDEO)

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფიგურული ციგურაობის გრან პრის ფინალში გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

იუნიორთა კატეგორიის ფინალში ექვსი საუკეთესი წყვილი ერთმანეთს რითმულ ცეკვებში გაეჯიბრა და ქართველებმა პირველი პოზიცია არავის დაუთმეს.

რითმულ ცეკვებში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 68.76 ქულას, ხოლო თავისფალ პროგრამაში 106.14 ქულას მოუყარეს თავი და მთლიანობაში 174.90 ქულით ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

რევია-კაზაკოვას წყვილმა მცირე უპირატესობით აჯობა ამერიკულ დუეტს, ხოლო მესამე პოზიცია რუსეთის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ გრან პრის სერიის საერთაშორისო ტურნირებში, 2019 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით 28 ქვეყნის 74 წყვილი მონაწილეობდა, რომელიც 7 ეტაპად გაიმართა საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლატვიაში, რუსეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში.

ეტაპების შედეგების გათვალისწინებით საუკეთესო შედეგების მქონე 4 ქვეყნის მხოლოდ ექვსმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა წყვილმა მოიპოვა გრან პრის ფინალური საგზური, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასი საერთაშორისო ტურნირია. უკვე ზედიზედ მეორედ, წელს ამ საგზურის მფლობელი ქართველი წყვილი მარია კაზაკოვა დ ა გიორგი რევია გახდნენ.

0.135323