ფეხბურთი

21:13 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი პერესს: "რთულია უფრო მეტად ეგოისტური გეგმის მოფიქრება, ეს ფეხბურთს გაანადგურებს"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სუპერლიგის შექმნის იდეით გამოდის, რომელიც 20 გუნდისგან და ორი დივიზიონისგან შედგება. თუმცა, აღნიშნული წინადადების სასტიკი წინააღმდეგია უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.

ევროპული ფეხბურთის მმართველი აღნიშნავს, რომ პერესმა ეგოისტური გეგმა მოიფიქრა, რომელიც ფეხბურთს გაანადგურებს.

„წავიკითხე ამ გიჟური გეგმის შესახებ. თუ ინფორმაცია მართალია, ეს იქნებოდა ერთი კლუბის პრეზიდენტის წინადადება, რომელიც მხოლოდ ადმინისტრატორია. რთულია უფრო ეგოისტური შეთქმულების მოფიქრება. ეს იქნება ფეხბურთის დანგრევა, ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის და ყველასთვის, ვინც საფეხბურთო სამყაროსთან დაკავშირებულია“, - განაცხადა ჩეფერინმა.

0.122186