სხვა

10:33 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ტურინის გრან პრიზე სენსაცია მოახდინა (+VIDEO)

იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის გრან პრის ფინალზე, ქართულმა წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ სენსაცია მოახდინა. ოლიმპიურ არენა" პალაველაზე" იუნიორთა კატეგორიაში 4 ქვეყნის მსოფლიოს საუკეთესო 6 ფინალისტი წყვილი რითმული ცეკვებით წარსდგა.

მაღალი კონკურენციის პირობებში , ქართველმა წყვილმა ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დაწესებული მკაცრი კრიტერიუმების დაცვით , უშეცდომოდ შეასრულეს ყველა სავალდებულო ტექნიკური ელემენტი და პროგრამის კომპონენტური ნაწილის შეფასებასთან ერთად ჯამური 68, 76 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობენ და თავისუფალი პროგრამის წინ დამსახურებულ 1 ადგილზე იმყოფებიან.

ქართველმა მოციგურავეებმა ამერიკულ წყვილს მხოლოდ 0.4 ქულით აჯობეს, მესამე -მეოთხე პოზიციას კი რუსები იკავებენ.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ასპარეზობა თავისუფალ პროგრამაში გაიმართება, სადაც მათ კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა მსაჯებისა და მაყურებლების წინაშე წარადგინონ ტექნიკურად საკმაოდ რთული და საინტერესო თავისუფალი პროგრამა.

0.116191