ლონდონის "ჩელსი" სატრანსფერო საქმიანობის აკრძალვის ვადის შემცირებს შემდეგ ჯეიდონ სანჩოს დამატების იმედი აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს, თუმცა გამოცემის ცნობით, "არისტოკრატების" ფეხბურთელები ტამი აბრაჰამი და კალუმ ჰადსონ-ოდოი სანჩოს ახლო მეგობრები არიან და გარიბეას აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს.
სანჩო "მანჩესტერ სიტიდან" "დორტმუნდში" 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ ინგლისელმა 74 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჯეიდონმა პირველად 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა, "სამი ლომის" მაისურით 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორჯერ გამოიჩინა. 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.