„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, „აიაქსის“ ახლანდელი დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი გახდება - გვამცნობს Sport1.de.
წყაროს ინფორმაციით, ბავარიული კლუბის ხელმძღვანელების ინტერესი ჰოლანდიელი სპეციალისტისადმი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც „ტოტენჰემის“ ყოფილი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს ვარიანტზე უარი თქვეს.
ტენ ჰაგი, სავარაუდოდ, „აიაქსს“ მომავალ ზაფხულს დატოვებს და სწორედ მაშინ ჩაიბარებს „ბაიერნს.“ მიუნხენელებს სოლიდური კომპენსაციის გადახდაც მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩის დათხოვნის შემდეგ, „ბაიერნს“ მისი თანაშემწე, ჰანს-დიტერ ფლიკი წვრთნის.