ფეხბურთი

17:16 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა

საქართველის ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ გიორგი ილურიძემ და გურამ ადამაძემ დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია აჭარული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.

31 წლის ადამაძე „დინამო ბათუმში“ 2018 წლიდან თამაშობდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აწ დასრულებულ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ილურიძეს, ისიც ზღვისპირელებს 2018 წელს შეუერთდა, თუმცა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ მოხვდა, მთლიანობაში კი 9 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.119452