ფეხბურთი

12:53 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „საწყენია კავანის მდგომარეობა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჟურნალისტებთან გუნდის ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის შესახებ ისაუბრა.

„კავანის ვესაუბრე. მას ახლა ძალიან უჭირს. ჩემთვისაც მძიმე საყურებელია. მან სეზონის დასაწყისში მიიღო ტრავმა და ეს მისი ბრალი არ არის.

სანამ არ იყო, ძალიან კარგად ათამაშდა მაურო იკარდი.

ახლა არ შემიძლია კავანის მეტი სათამაშო დრო მივცე. ვწუხვარ, რომ მის პრობლემას ვერ ვწვეტ. ის შესანიშნავი პროფესიონალია. გუნდს დადებითი ემოციებით და ენერგიით მუხტავს.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.

0.115633