კარგი ამბავია გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში თამაშს მოახერხებს. ამის შესახებ „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა ისაუბრა.
დანიელი სპეციალისტის განცხადებით, ჩაკვეტაძე ფიზიკურად და მენტალურად მზადაა და აპირებს სამატჩო განაცხადში შეიყვანოს.
„გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნებასთან ახლოსაა. მზადაა როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მალე განაცხადში მოხვდება“, - აღნიშნა იეს თორუპმა.
აქვე შეგახსენებთ, გიორგი ბოლოს მოედანზე მიმდინარე წლის 21 აპრილს, ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ მატჩში იყო და მას შემდეგ ოპერაცია გაიკეთა.