ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ სტუმრად „მემფის გრიზლისი“ 104:117 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 2 წუთი და 55 წამი დაჰყო. ორი ჯარიმა მიიღო.
20 თამაშის შემდეგ, „ინდიანას“ 13 მოგება, 7 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მეექვსე ადგილზეა.