ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „ლეგანესის“ ბერძენი მცველი დიმიტრიოს სიოვასი პირველივე წუთზე დაშავდა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უსწრაფესი ტრავმა სიოვასმა „სევილიასთან“ მატჩში მიიღო.
შეხვედრის მეოცე წამზე ბერძენმა მუხლი დაიზიანა და მოედანი მხოლოდ საკაცით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად მძიმეა აღნიშნული ტრავმა.
მატჩს რაც შეეხება, „სევილიამ“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.