ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში გროზნოს „ახმატთან“ საგარეო მატჩში ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გადაარჩინა.
ყაზანური გუნდის ვებგვერდი კი, გოლს ტვიტერში ტრადიციული პოსტით გამოეხმაურა: „არ არსებობის „რუბინი“ ქართველების გარეშე“.
საინტერესოა, რომ ეს ციტატა „რუბინმა“ მიმდინარე სეზონში უკვე რამდენჯერმე გამოიყენა. ბოლოსკენ გეტყვით, რომ კვარაცხელიამ წელს მეორედ გამოიჩინა თავი, მანამდე პირველ ტურში ყოფილი გუნდი მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაამწუხრა და „რუბინს“ მაშინაც ქულა გადაურჩინა.
შეგახსენებთ, რუსულ გუნდში ხვიჩას გარდა, ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე ირჯებიან.