ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჰქონდა ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. გრაცის „შტურმა“ კი სტუმრად „ტიროლი“ გაანადგურა - 5:1.
მე-7 წუთზე ფილიპ ჰუსპეკმა ანგარიში გახსნა და ამის გაკეთება ჩვენებურის გადაცემით მოახერხა. კიტეიშვილმა მსაჯის კომპენსირებულ დროში (94-ე წუთზე) თავადაც მოახერხა მეტოქის კარის აღება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველ შემტევს ავსტრიული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 3 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და „შტურმის“ ლიდერია.
გრაცელებიც კარგ სეზონს ატარებენ, 27 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან. მესამე პოზიციასთან ჩამორჩენა კი, მხოლოდ 3 ქულაა.