ლიდერმა „ლივერპულმა“ ისევ გაიმარჯვა, მაგრამ, როგორც იცის ხოლმე, გულშემატკივარი გვარიანად ანერვიულა. პირველი ტაიმის შუისთვის მერსისაიდელები 2:0 იგებდნენ ვან დეიკის დუბლით. მერე თითქოს მოეშვნენო, რასაც ძალიან მძიმე შდეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა. სტუმრები სულ უფრო აგრესიულები ხდებოდნენ, განსაკუთრებით გაილაღეს ბოლო 15 წუთში, როცა მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ. ალისონი კარიდან შორს გაიქცა და ხელით ითამაშა, რის გამოც მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა და სანამ კარში ჩამდგარი ადრიანი, ჯარიმისას, კედელს „ასწორებდა“ დანკმა საპასუხო გოლი გაიტანა.
დანარჩენ დროში „ლივერპული“ უბრალოდ ბურთს იგერიებდა, თუმცა თამაში მაინც მიიყვანა გამარჯვებამდე.
„სიტიმ“ ისევ დაკარგა ქულები. „ქალაქელები“ ორჯერ იგებდნენ შეხვედრის განმავლობაში, მაგრამ უპირატესობა მანც ვერ შეინარჩუნეს. ახლა ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები „ლივერპულს“ უკვე 11 ქულით ჩამორჩებიან.
მანუელ პელეგრინი გადარჩა? „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვითარების გამოსასწორებლად ორი მატჩი მისცა.
„ჩაქუჩებს“ ყველა ტურნირში უკვე 8 მატჩია აღარ გაემარჯვათ. აქედან ექვსი წაეგოთ. პრემიერლიგაში კი მეხუთედან მე-17 ადგილამდე დაქვეითდნენ. ახლა, თანამდებობის შესანარჩუნებლად, პელეგრინიმ „ჩელსისთან“ და შემდეგ „ვულვერჰემტონთან“ შეხვედრებში უნდა იყოჩაღოს. ერთი უკვე შეასრულა.
ჩილელ სპეციალისტს კონტრაქტის მიხედვით კიდევ 18 თვე დარჩა სამუშაოდ და კლუბის ხელმძღვანელებს მაინცდამაინც არ სურთ მისი შუა სეზონში გათავისუფლება, მაგრამ შედეგბმა შეიძლება აიძულოს ისინი ამ ნაბიჯზე წავიდნენ.
თუ მაინც გაუშვეს, მათ პელეგრინისთვის საკომპენსაციოდ 8 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევთ.
ინგლისი
პემიერლიგა. მე-14 ტური. 30 ნოემბერი
ნიუკასლი - სიტი 2:2
ნიუკასლი. „სენტ ჯეიმს პარკი.“ 49 937
0:1 სტერლინგი (22), 1:1 ვილემსი (25), 1:2 დე ბრუინი (82), 2:2 შელვი (88)
ნიუკასლი: დუბრავკა, კლარკი, დამეტი, ვილემსი, ფერნანდესი, მანკილიო, შელვი, სენ მაქსიმენი (ატსუ 70), ჰიდენი, ალმირონი, ჟოელინტონი (გეილი 69)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, მენდი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, დე ბრუინი, დავიდ სილვა (ფოდენი 70), სტერლინგი, ჟეზუსი (როდრი 84), მაჰრეზი (ბერნარდუ სილვა 69)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
მსაჯი: კრის კავანა
გაფრთხილება: მანკილიო (73); გიუნდოგანი (24), ფერნანდინიო (53)
ლივერპული - ბრაიტონი 2:1
ლივერპული. „ენფილდი.“ 53 319
1:0, 2:0 ვან დეიკი (18, 24), 2:1 დანკი (79)
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ადრიანი 79), ფირმინო (ორიჯი 76), მანე, სალაჰი (ლალანა 79)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ბრაიტონი: რაიანი, დანკი, უებსტერი, მონტოია (ალსატე 69), ბერნი, სტივენსი, ბისუმა (ტროსარი 69), პრიოპერი, გროსი, მუი, კონოლი (მოპე 76)
მწვრთნელი: გრემ პოტერი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გაფრთხილება არ ყოფილა
გაძევება: ალისონი (77)
ბარნლი - კრისტალ პალასი 0:2
0:1 ზაჰა (45+1), 0:2 შლუპი (79)
ტოტენჰემი - ბორნმუთი 3:2
1:0, 2:0 ალი (21, 50), 3:0 სისოკო (69), 3:1, 3:2 უილსონი (74, 90+6)
ჩელსი - ვესტ ჰემი 0:1
0:1 კრესუელი (48)
საუთჰემპტონი - უოტფორდი 2:1
0:1 სარი (24), 1:1 ინგზი (70), 2:1 უორდ-პროუსი (83)