საბერძნეთის სუპერლიგის მე-12 ტურში მორიგი გოლი გაიტანა ბაჩანა არაბულმა. ქართველი ფეხბურთელის „პანიონიოსმა“ „პანეთოლიკოსს“ უმასპინძლა და ადვილად, 3:0 დაამარცხა.
არაბულმა შეუცვლელად ითამაშა და მე-16 წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა. მასპინძლებმა შემდეგ უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს და ადვილად იმარჯვეს.
ბაჩანამ მიმდინარე სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში მე-6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, მხოლოდ პაოკ-ის ფორვარდ სვიდერსკის ჩამორჩება 1 გოლით.
„პანიონიოსს“ კი 6 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა. წესით, 12 ქულა უნდა ჰქონდეს, მაგრამ სეზონის წინ 6 ქულა დააკლეს.