ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის იტალიური გუნდები, „მილანი“ და „ბოლონია“ იბრძვიან. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, შვედი ფორვარდი იანვრიდან იტალიაში დაბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რომელი გუნდის რიგებში.
„მილანი“ ზლატანს 18-თვიან კონტრაქტს 6 მილიონ ევროიანი ანაზღაურებით სთავაზობს, ხოლო „ბოლონია“ სინიშა მიხაილოვიჩის ფაქტორით სარგებლობას აპირებს, რომელიც იბრას მეგობარია.
შეგახსენებთ, რომ ზლატანმა ლოს ანჯელეს „გალაქსი“ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.