„ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის, ვითარების გამოსასწორებლად ორი მატჩი მისცა - გვამცნობს Daily Mail.
„ჩაქუჩებს“ ყველა ტურნირში უკვე 8 მატჩია აღარ გაუმარჯვიათ. აქედან ექვსი წააგეს. პრემიერლიგაში კი მეხუთედან მე-17 ადგილამდე დაქვეითდნენ. ახლა, თანამდებობის შესანარჩუნებლად, პელეგრინიმ „ჩელსისთან“ და შემდეგ „ვულვერჰემტონთან“ შეხვედრებში უნდა იყოჩაღოს.
ჩილელ სპეციალისტს კონტრაქტის მიხედვით კიდევ 18 თვე დარჩა სამუშაოდ და კლუბის ხელმძღვანელებს მაინცდამაინც არ სურთ მისი შუა სეზონში გათავისუფლება, მაგრამ შედეგბმა შეიძლება აიძულოს ისინი ამ ნაბიჯზე წავიდნენ.
თუ მაინც გაუშვეს, მათ პელეგრინისთვის საკომპენსაციოდ 8 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევთ.