ფეხბურთი

23:20 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეო დუარტემ ოპერაცია გაიკეთა და "მილანს" 3-4 თვე ვერ დაეხმარება

"მილანის" 23 წლის მცველმა ლეო დუარტემ მარცხენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და სამი-ოთხი თვე იუქმებს. აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დუარტე "მილანმა" "ფლამენგოდან" მიმდინარე წლის ზაფხულში 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.113124