ფეხბურთი

21:22 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

28 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე - "შაპეკოენსე" ავიაკატასტროფიდან სამი წლის შემდეგ ქვედა ლიგაში გავარდა

ბრაზილიური „შაპეკოენსესთვის“ 28 ნოემბერი არაა ჩვეულებრივი თარიღი, რადგა ზუსტად სამი წლის წინ ამ გუნდის თვითმფრინავმა მედელინთან ახლოს კატასტროფა განიცადა.

ბორტზე მყოფილი 77 ადამიანიდან 71 დაიღუპა და მაშინ „შაპეკოენსეს“ ფეხზე დადგომაში ძალიან ბევრი გუნდი და მეტწილად, ბრაზილიური კლუბები დაეხმარნენ.

კატასტროფიდან სამი წლის თავზე „შაპეს“ თავს კიდევ ერთი ცუდი ამბავი მოხდა. ცხადია, არა ასეთი კატასტროფული მასშტაბის, მაგრამ წმინდა საფეხბურთო თვალსაზირისთ, ესეც ტრაგედიაა - ქვედა ლიგაში გავარდა. 2016 წლის 28 ნოემბერი და 2019 წლის 28 ნოემბერი - „შაპეკოენსესმ“ ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო და სერია B-ში ოფიციალურად გავარდა.

როგორც სამხრეთ ამერიკული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ეს წაგება გუნდს გააძლიერებს და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დაეხმარება.

თეგებიშაპეკოენსე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113342