ფიფამ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა ნოემბრის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ამჟამად 1267 ქულა აქვს და მადაგასკართან ერთად 91-ე და 92-ე პოზიციებს იყოფს.
მოგეხსენებათ, „ჯვაროსნებმა“ ნოემბერში ორი მატჩი ჩაატარეს, ჯერ შვეიცარიაში წააგეს (0:1), შემდეგ კი ხორვატიაში (1:2).
...89-90. კონგო - 1269 ქულა
89-90. ლიბანი - 1269
91-92. საქართველო -1267
91-92. მადაგასკარი - 1267
93. ისრაელი - 1260
94. ვიეტნამი - 1258
95. კვიპროსი - 1251
რაც შეეხება ერთ ლიგის D დივიზიონში საქართველოს ნაკრების კონკურენტებს, საუკეთესო პოზიციაზე ჩრდილოეთ მაკედონიაა, რომელიც 68-ე ადგილს იკავებს და წინა თვეშიც ამ საფეხურზე იმყოფებოდა. საქართველოს ნაკრების დარად თითო ადგილით დაქვეითდნენ ბელარუსისა და კოსოვოს ნაკრებები.
68. ჩრდ. მაკედონია - 1347
87. ბელარუსი - 1280
115. კოსოვო - 1174
რაც შეეხება მოწინავე ათეულს, აქ ერთადერთი ცვლილება მოხდა, ხორვატიამ და პორტუგალიამ ადგილები გაცვალეს. სხვა მხრივ, ლიდერი ისევ ბელგიის ნაკრებია, რომელსაც კვალში საფრანგეთი და ბრაზილია უდგანან.
1. ბელგია - 1765 ქულა
2. საფრანგეთი - 1733
3. ბრაზილია - 1712
4. ინგლისი - 1661
5. ურუგვაი - 1645
6. ხორვატია - 1642
7. პორტუგალია - 1639
8. ესპანეთი - 1636
9. არგენტინა - 1623
10. კოლუმბია - 1622