გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა,“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში, „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და 121:102 (21:20, 32:23, 36:37, 32:22) დაამარცხა. ეს ინდიანაპოლისელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11 წუთსა და 32 წამს დაჰყო. 3 ქულა მოაგროვა, 4 მოხსნა შეასრულა და ორი შედეგიანი პასით გამოირჩა.
„ინდიანა“ 17 თამაშის შემდეგ, 11 მოგებითა და 6 წაგებით, აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მეექვსე ადგილზეა.