ფეხბურთი

13:24 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

38 წლის ეტო’ო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება

კამერუნის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, სამუელ ეტო’ო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება - წერს El Mundo Deportivo.

აშშ-ის უძველეს უნივერსიტეტში ექს-ფეხბურთელი ეკონომიკას და მენეჯმენტს შეისწავლის საგანგებო პროგრამით. ლექციები 2020 წლის იანვარში დაიწყება და ერთ წელიწადს გასტანს.

„ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ სწავლა ახალ კარებებს გამიღებს ცხოვრებაში.“ - განაცხადა ეტო’ომ.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში კამერუნელს მადრიდის „რეალში,“ „მალიორკაში,“ „ბარსელონაში,“ „ინტერში,“ „ანჟიში,“ „ჩელსიში,“ „ევერტონში,“ „სამპდორიაში,“ „ანთალიასფორსა“ და „ქონიასფორში“ უთამაშია. ბოლო კლუბი კი „ყატარი“ გახლდათ.

მას სამჯერ გაუმარჯვია ჩემპიონთა ლიგაში, ამდენჯერვე გამხდარა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ კი იტალიის სერია A მოუგია.

0.125885