ჟოზე მოურინიო ისტორიაში არის პირველი მწვრთნელი, რომელმა ექვსი ხვადასხვა გუნდით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა მოახერხა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემი" "ოლიმპიაკოსთან: 0:2 მარცხდებოდა, საბოლოოდ ლონდონელებმა 4:2 მოიგეს. ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპზე გასვლა გაინაღდა.
მოურინიო აქამდე ჯგუფიდან "რეალთან" "პორტოსთან", "ჩელსისთან", "ინტერთან" და "მანჩესტერთან" ერთად გავიდა.