კალათბურთი

0:01 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "მოკრძალებული" თამაში ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეათე ტურში „ბასკონია“ „ვალენსიას“ დაუხვდა და 85:74 იმარჯვა. ვიტორიელებმა მეტოქე მესამე პერიოდში გატეხეს და საბოლოოდ, თამაშიც გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ამჯერად საუკეთესო არ ყოფილა თორნიკე შენგელია, თუმცა, ურიგოდაც არ გარჯილა. ჩვენებურმა 30:06 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. მიის მარგი ქმედების კოეფიციენტიმა 12 შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ ქართველი მძიმე ფორვარდის ჩატარებულ მატჩებს მიმდინარე სეზონში და სათამაშო ფორმას, დღევანდელ შედეგს ნამდვილად შეგვიძლია მოკრძალებული ვუწოდოთ. თუმცა, ცხადია, ყველა მატჩში საუკეთესოება ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.

რაც შეეხება მეტ ჯენინგს, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 18:21 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს.

„ბასკონიას“ 10 ტურის თავზე 5 მოგების წილ 5 წაგება აქვს და მერვე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 30 ნოემბერს, „ანდორას“ ესტუმრება.

0.115533