ფეხბურთი

16:21 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ამხანაგურ შეხვედრას “მონპელიესთან” გამართავს

“მილანი” 15 ნოემბერს ფრანგულ “მონპელიეს” ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ამის შესახებ “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ფრანგულ კლუბთან მატჩამდე იტალიური გრანდი არგენტინულ “სან ლორენცოს” 5 ნოემბერს ტრადიციულ ბერლუსკონის თასზე დაუპირისპირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ “მილანი” ევროთასებზე არ ასპარეზობს, გუნდი ფორმის შესანარჩუნებლად ამხანაგურ მატჩებს მართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110803