ფეხბურთი

23:05 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პალოტა მზადაა "რომა" 800 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს

"რომას" მფლობელი ჯეიმს პალოტა მზადაა კლუბი 800 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. როგორც II Messaggero იუწყება, ახალ ინვესტორებთან მოლაპარაკება უვე დაწყებულია.

იტალიური გამოცემის ცნობით, "რომასადმი" ინტერესს ამერიკული კომპანია Friedkin Group-ი იჩენს. ყველაზე მაღალი შანსი აღნიშნულ კომპანიას აქვს. ასევე, კლუბის ხელში ჩაგდება Mubadala Development Company-ს, Adia-ს და ყატარის სამეფო ოჯახს სურს.

პალოტამ და კიდევ სამმა ამერიკელმა ინვესტორმა "რომა" 2011 წელს შეიძინეს. 2012 წლიდან ჯეიმსი კლუბის ხელმძღვანელი გახდა. პალოტას მმართველობის პერიოდში "რომას" ტიტული არ მოუპოვებია.

0.117648