თურქული „ადანასფორის“ შემტევმა გიორგი არაბიძემ მტკივან კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ქართველი სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.
არაბიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ არსებობს პრობლემა“.
შეგახსენებთ, რომ არაბიძეს ბოლო ერთი თვე ტრავმის გამო გაუცდა და გამოჯანმრთელება ოპერაციის გარეშე ვერ მოახერხა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში შვიდი მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა, მოედანს კი, 2020 წელს დაუბრუნდება.