გელზენკირხენის „შალკე“ ალექსანდრ ნიუბელისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომ „ბაიერნში“ მის ტრანსფერს ხელი შეუშალოს.
Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ მანუელ ნოიერის მემკვიდრედ 23 წლის კიპერს მიიჩნევს. თუმცა, „ხუმარები“ ნიჭიერ კარის დარაჯთან ადვილად შელევას არ აპირებს.
ალექსანდრ ნიუბელი „შალკეში“ 2015 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 11 თამაში აქვს ჩატარებული.