კალათბურთი

0:43 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავაი ტრავმირებულია

ლოს ანჯელეს "კლიპერსის" ლიდერი კავაი ლეონარდი ტრავმირებულია. კავაის მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა. როდის დაბრუნდება ლეონარდი პარკეტზე ჯერჯერობით უცნობია.

კავაიმ ტრავმა 13 ნოემბერს "ჰიუსტონთან" მატჩში მიიღო და მას შემდეგ "ნიუ ორლეანთან", "ატლანტასთან" და "ოკლაჰომასთან" ვერ ითამაშა.

კავაი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26.8 ქულას, 8.9 მოხსნას და 6 პასს აგროვებდა.

0.115083