ფეხბურთი

15:48 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„გალაქსიმ“ კავანის წელიწადში ჯამაგირად 7 მილიონი შესთავაზა

„ლოს ანჯელეს გალაქსი“ აგრძელებს „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელთან, ედინსონ კავანისთან მოლაპარაკებებს - წერს საკუთარ ტვიტერში ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

წყაროს ცნობით, ამერიკულმა კლუბმა ურუგვაელს ჯამაგირად 7 მილიონი დოლარი შესთავაზა. ისინი ვარაუდობენ, რომ კავანი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეცვლას მოახერხებს, რომელმაც ლოსანჯელესელებთან კონტრაქტის გახანგძლივება აღარ ისურვა.

კავანის შეძენით ასევე „ინტერ მაიამი“ და მადრიდის „ატლეტიკოც“ ყოფილან დაინტერესებული.

კავანი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს.

0.116739