ფეხბურთი

0:38 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დაპირისპირება გრძელდება: ბენზემა სხვა ნაკრებში თამაშს ითხოვს

საფრანგეთის ნაკრებში კარიმ ბენზემას კარიერა დასრულებულია. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრატმა გააკეთა.

„ბენზემა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მის თვისებებში ეჭვი არ გვეპარება და წელსაც ამტკიცებს „რეალში“, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მისი ისტორიაში საფრანგეთის ნაკრებში დასრულებულია“, - თქვა ლე გრატმა.

თუმცა, მას არ დაეთანხმა ბენზემა, რომელმაც პასუხი გასცა და სხვა ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მოითხოვა.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ მე შემიძლია გადავწყვიტო როდის დასრულდება ჩემი სანაკრებო კარიერა. მაგრამ თუ შენ ფიქრობ, რომ დასრულდა, მაშინ მომეცით საშუალება ვითამაშო სხვა ნაკრების შემადგენლობაში, სადაც ისევ გამომიძახებენ“, - აღნიშნა ბენზემამ.

31 წლის კარიმს ძალიან გაუჭირდება სხვა ნაკრებში თამაში, თუნდაც ალჟირის ნაკრებში, რადგან საფრანგეთში ყველა ასაკობრივ და ეროვნულ გუნდში დიდი ხანი თამაშობდა. „მამლების“ ღირსება მან 86-ჯერ დაიცვა და 27 გოლი გაიტანა. ნაკრებიდან კი 2015 წელს მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეობის გამო მოკვეთეს.

0.127241