ესპანეთის ლიგა ენდესას მეცხრე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ „ჟუვენტუტს“ ესტუმრა და 73:77 დამარცხდა. სტუმრებმა დასკვნით მეოთხედში მოახერხეს ჩვეული თამაშის ჩვენება (27:14), მაგრამ მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლეს.
გიორგი შერმადინი კი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 26:08 წუთში 20 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა. ჩვენებური ამ მაჩვენებლით „ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო იყო, ხოლო მთლიანად შეხვედრაში იგივე შედეგი კლემენ პრეპელიცმა დააფიქსირა. 20 ქულით კი მატჩის საუკეთესო მექულე სწორედ შერმადინი გახდა.
„იბეროსტარ ტენერიფეს“ 5 მოგების საპირწონედ 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 24 ნოემბერს, „ბეტისს“ უმასპინძლებს.