სხვა

15:38 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილის მეცხრე ადგილი მოსკოვის გრან-პრიზე

15 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, "მეგასპორტ არენაზე" გრან -პრის სერიის მეხუთე ეტაპი იმართება, სადაც მორის ყვითელაშვილი მონაწილეობს.

ქართველი მოციგურავე მოკლე პროგრამით წარსდგა და 75.87 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა. აღნიშნულ ტურნირზე ვაჟთა შორის სულ 9 ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა კი ნაჩვენები შედეგით მხოლოდ ამერიკელ, აზერბაიჯანელ და ებრაელს მოციგურავეებს აჯობა. საუკეთესო შედეგი ალექსანდრ სემერინს ჰქონდა, რომელმაც 91.81 ქულა მოიპოვა.

აღნიშნული ტურნირი მორის ყვითელაშვილისთვის, საფრანგეთში ორი კვირის წინ გამართული შეჯიბრის შემდეგ მეორე ეტაპია. გრენობლში ქართველმა სპორტსმენმა 9 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გავიდა.

დღეს, მორის ყვითელაშვილი მსაჯებისა და მაყურებლების წინაშე მოკლე და თავისუფალ პროგრამებს წარადგენს.

0.116513