საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სულ ცოტა ხანში სენტ გალენში, შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარებს.
უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობები, რომლებიც შემდეგნაირია:
შვეიცარია (3-4-1-2): სომერი; ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; ლიხშტაინერი, ზაკარია, ჯაკა, სტეფენი; ფერნანდესი; სეფეროვიჩი, აჯეტი
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალვა, ხოჭოლავა; კანკავა, კიტეიშვილი; შენგელია, ყაზაიშვილი, დავითაშვილი; ქვილითაია
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.