ფეხბურთი

21:02 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტაბარესი გინესის წიგნში შეიყვანეს

ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

72 წლის სპეციალისტს ესოდენ მნიშვნელოვანი პატივი მას შემდეგ ერგო, რაც პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ერთ ეროვნულ ნაკრებს 200 მატჩში უხელმძღვანელა. ტაბარესმა რეკორდულ ნიშნულს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ტაბარესი „სელესტეს“ 1988-1990 და 2006 წლიდან დღემდე წვრთნის. 2010 წელს ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა, ხოლო 2011 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა.

0.120532