სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ „მანჩესტერ სიტის“ სარჩელი ფინანსური სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევის გამო, უარყო.
როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, „ქალაქელთა“ განზრახვა უეფას გამოძიება დაესრულებინა, CAS-მა არ მიიღოს და შესაბამისად, გამოძიება გაგრძელდება.
„მანჩესტერ სიტის“ ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაში ედება ბრალი, რის გამოც არაა გამორიცუხლი მკაცრი სანქციის წინაშე დადგეს, რაც 2020-2021 წლების სეზონში ევროტურნირებიდან მოკვეთაში გამოიხატება.
„მანჩესტერ სიტის“ ბრალად ედება 2014 წელს ცრუ სასპონსორო ხელშეკრულებების გაფორმებაში და უეფა აღნიშნულ საქმეს იკვლევს.