ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მომხდარში დიდ პრობლემას ვერ ხედავს, მაგრამ ამბობს, რმო ტურინში შეხვედრა შედგება და მასთან ისაუბრებენ.
„წინ ყურება მიყვარს და არაუკან. შეხვედრის დრო გვექნება, მაგრამ ახლა ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობთ. ის პორტუგალიის ნაკრებშია და ნიშნავს, რომ მენტალურად კარგადაა, მე კი, იტალიის ნაკრებთან ერთად ვიმყოფები. ტურინში დაბრუნების შემდეგ საუბრის შესაძლებლობა გვექნება. არმგონია, რომ ეს სერიოზული პრობლემა იყოს, რომელსაც ვერ გადავჭრით. წინ ბევრი თამაშია და საუკეთესო კონდიციებში მყოფი რონალდუ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მიზანია წარსულთან შედარებით უფრო მეტის მიღწევა, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დონეზე“, - თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ გასულ კვირას „მილანთან“ შეცვლის შემდეგ სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა და ბევრმა ამის გამო თანაგუნდელების მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.