„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი, ტიაგუ სილვა, საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - გვამცნობს ლიგა 1-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ოქტომბერში 35 წლის ბრაზილიელმა პსჟ-ის მაისურით სამი შეხვედრა ჩაატარა, პარიზულმა კლუბმა სამივეში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
ტიაგუ სილვა „პარი სენ-ჟერმენში“ 2012 წელს გადავიდა „მილანიდან.“ ამ წლებში ის ექვსჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს.